ტაჯიკეთში, მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 7-8 მაგნიტუდა იყო.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიტცენტრი მურგაბის რაიონში, 25 კმ. სიღმეში მდებარეობდა.
მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა დუშამბეში. ამ დროისთვის ნგრევისა და დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია არ ქვეყნდება.
მედიის ინფორმაციით, მოსახლეობაში პანიკაა. ბავშვებსა და მოხუცებს სახლებში შესვლის ეშინიათ. ცალკეული რაიონების სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა.