ლატვიის მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით გადადგა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ლაიმდოტა სტრაუიუმამ პრეზიდენტ ვეიონისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა პრეზიდენტთან დაგეგმილი არ ყოფილა. პრემიერმა პრეზიდენტთან აუდიენციის სურვილი დღეს დილით გამოთქვა. რა გახდა სტრაუიუმას გადაწყვეტილების მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.