კოალიციამ ასადის არმიაზე საჰაერო იერიში მიიტანა. ამის შესახებ ლონდონში ბაზირებული სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ავიადარტყმები დეირ-ეზ-ზორის პროვინციაში განხორციელდა, რასაც 4 სირიელი სამხედრო ემსხვერპლა, 14 კი დაიჭრა. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდება, ეს კოალიციური ძალების მიერ სირიის სამთავრობო ძალების დაბომბვის პირველი შემთხვევა იქნება.