13 მაისს, აღდგომიდან მე-40 დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებლურ ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება.
როგორც წმიდა სახარება გვაუწყებს, ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. აღდგომიდან მე-40 დღეს კი მაცხოვრის ამაღლება ელეონის მთაზე მოხდა. გაოცებული მოციქულები შეჰყურებდნენ დიდხანს, სანამ უფალი ღრუბლებს არ მიეფარა. ამ დროს მათ დაინახეს ორი ანგელოზი ნათლით მოსილ ჭაბუკთა სახით, რომელთაც აუწყეს მათ: კაცნო, რას უყურებთ ცაში? უფალი იესო, როგორც ამაღლდა ზეცად, ისევე დაბრუნდება დიდებით".