„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური ფიქრობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი ბერკეტების პოლიტიკური ნიშნით გამოყენება ხდება.
როგორც ჟურნალისტებს წიკლაურმა განუცხადა, სააკაშვილის სახელთან დაკავშირებულია მნიშვნელოვანი გარდაქმნები და იმის გამო, რომ 2016 წელი ახლოვდება, ხელისუფლებას დამარცხების შიში აქვს და სამართლებრივი მექანიზმებით პროცესებზე სააკაშვილის ჩამოცილება ხდება.
„ის პოლიტიკური ლიდერია, რომელსაც ქართულ პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება. ის პოლიტიკურ ლიდერად რჩება მიუხედავად იმისა, რა სამართლებრივ პრობლემებს შეუქმნიან. არ არის აუცილებლობა, რომ ახალი პოლიტიკური ლიდერი იქნეს არჩეული“, - დასძენს წიკლაური.
მიხეილ სააკაშვილს დღეს, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. ქართული კანონმდებლობით კი, პირი, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის, პარტიის ლიდერი ვერ იქნება.