დღეს გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, "ჰამბურგ არენაზე", "ევროპის ლიგის" ფინალი თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.
"ევროპა ლიგის" საპატიო თასისთვის ლონდონის "ფულჰემი" და მადრიდის "ატლეტიკო" იბრძოლებენ. სპეციალისტები და ბუკმეკერები მცირე უპირატესობას "ატლეტიკოს" ანიჭებენ, თუმცა "ფულჰემის" მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შანსები თანაბარია და მისი გუნდი "ისტორიული თასისთვის" იბრძოლებს.
უპირატესობას მოწინააღმდეგეს ანიჭებს "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი კიკე სანჩეს ფლორესი. მისი თქმით, ფავორიტი "ფულჰემია", რადაგან ჰოჯსონის კრებული მიმდინარე სეზონში უფრო სტაბილურად ასპარეზობს.
დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "ფულჰემს" გუნდის წამყვანი ფეხბურთელები ბობი ზამორა და დამიენ დაფი ვერ დაეხმარებოდნენ, თუმცა "ევროსპრტის" ინფორმაციით, ამ უკანასკნელებმა ტრავმა უკვე მოიშუშეს და დღევანდელ ფინალშიც ითამაშებენ.
"ატლეტიკოს" შანსი აქვს მიმდიანრე სეზონში დუბლი შეასრულოს და ორ თასს დაეუფლოს. როგორც ცნობილია, მადრიდელები ესპანეთის სამეფო თასის გათამაშების ფინალშიც გავიდნენ, სადაც მათი მეტოქე "სევილია" იქნება. ცნობისათვის, მადრიდელებს 90-იან წლების (ხესუს ხილის პრეზიდენტობის დროს) შემდეგ, არცერთი ტიტული აღარ მოუგიათ.
უეფას მესვეურების განცხადებით, "უეფას თასის" "ევროპის ლიგად" გადაკეთებამ დადებითი შედეგი უკვე მოიტანა, რადგან ამ ტურნირისადმი გულშემატკივარის ინტერესი გაიზარდა. უეფას მაღალჩინოსნების განცხადებით, "ევროპა ლიგა" ფინანსურადაც უფრო მომგებიანი პროექტი გახდა. შეგახსენებთ, რომ "უეფას თასს" "ევროპა ლიგა" 2009 წლის დასაწყისში ეწოდა.