დღეს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით, განსაკუთრებულ საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატმა მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერში მყოფი კოდორელი ბერ-მონაზვნები მოინახულა და დახმარება გადასცა.
მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერს აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლებიც სტუმრობდნენ. მათთვის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის წინამძღვარმა მამა ბენიამინმა და მამა ლუარსაბმა წირვა აღასრულეს.
წირვის დასასრულს სასულიერო პირები სტუმრებს წმინდა ტრაპეზით გაუმასპინძლდნენ და საჩუქრად ხატები გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ რუსულმა საოკუპაციო ჯარებმა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ქართველი ბერ-მონაზვნები კოდორის ხეობიდან გამოაძევეს და ისინი მარტყოფის მამათა მონასტერში წავიდნენ.