თბილისის ვიცე-მერის დავით ალავიძის განცხადებით, მერიის მიერ პროექტების განხორციელება თბილისს ამა თუ იმ ოლქში ან უბანში არჩევნების შედეგზე არ არის დამოკიდებული. ამის შესახებ ალავიძემ დღეს კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"შემოვიდა რამდენიმე საჩივარი, რომ თითქოს არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული ამა თუ იმ საარჩევნო ოლქში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის გაგრძელება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს ასე არ იქნება", - აღნიშნა ალავიძემ.
მისი თქმით, მერია ყველა თბილისელს განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა ემსახურება.