პარლამენტის შენობის წინ ადვოკატების მჯდომარე აქცია დაიწყო. მომიტინგეების განცხადებით, აქციები 24-საათიან რეჟიმში, 30 მაისამდე გაგრძელდება. აქციებს ექნება მჯდომარე ხასიათი და 10-15 ადვოკატი როტაციის მეთოდით ყოველდღე შეიცვლება.
ადვოკატები ითხოვენ პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღონ. მათი ინფორმაციით, ისინი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციის შეწყვეტას არ აპირებენ.
ადვოკატთა ჯგუფი მოქმედ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას ითხოვს და ამტკიცებს, რომ მოქმედი საარჩევნო ნორმების გათვალისწინებით, 30 მაისის არჩევნებში მონაწილეობა აბსურდულია.
ცვლილებების პროექტს 500 ადვოკატი აწერს ხელს, რომელიც პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს შალვა ხაჭაპურიძემ და მისმა კოლეგებმა ჩააბარეს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა 30 მაისამდე მუშაობა შეაჩერა. სესიები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გაიმართება.