ხვალ, 13 მაისს, 16:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი სენაკის რაიონში გასვლით სხდომას გამართავს.
კომიტეტის წევრები შეხვდებიან ზესტაფონის, აბაშის, მარტვილისა და სენაკის სამედიცინო საზოგადოებას; მონაწილეობას მიიღებენ აღნიშნული რაიონების სოციალური მომსახურების სააგენტოს განახლებული ოფისების გახსნაში.