ზაჰესისა და საბურთალოს მოსახლეობა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვს.
ზაჰესის მკვიდრთა განცხადებით, წვიმების დროს კორპუსებთან მისასვლელი გზები იტბორება, რის გამოც ფეხით გადაადგილება შეუძლებულია.
ზაჰესელების პრობლემები დღეს შესაბამის ოლქში საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა დავით წერეთელმა მოისმინა.
რაც შეეხება საბურთალოს რაიონის მოსახლეობას, ისინი სანიაღვრე სისტემების გაწმენდას ან გამოცვლას ითხოვენ, რა წინადადებითაც მათ დღეს შესაბამის ოლქში "მმართველი გუნდის" დეპუტატობის კანდიდატ დავით გელაშვილს მიმართეს.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები გამარჯვების შემთხვევაში მოსახლეობას აღნიშნული და სხვა ინფრასტრუქტურები პრობლემების მოგვარებას დაჰპირდნენ.