"კონსერვატორების" ლიდერის და "ეროვნული საბჭოს" თბილისის მერობის კანდიდატის ზვიად ძიძიგურის აზრით, თბილისში სახელისუფლებო კანდიდატებს მხარს ის ამომრჩევლები უჭერენ, ვინც სახელმწიფო სტრუქტურებში, ან "ნაციონალების" საარჩევნო შტაბში მუშაობენ და ხელფასს იღებენ. ამის შესახებ "ეროვნული საბჭოს" თბილისის მერობის კანდიდატმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ძიძიგურის განცხადებით, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სოცილოგიური კვლევები რიგ შემთხვევბში რეალობას არ ასახვს, რადგან ამომრჩეველი ინტერვიუერთან ყოველთვის თავის რეალურ არჩევანს არ აფიქსირებს. მისი თქმით, საქართველოში არის შექმნილი ისეთი ფსიქოლოგიური ტერორის რეჟიმი, რომ ადამიანები არ ამბობენ სწორ პასუხს - არიან თუ არა ოპოზიციის მხაედამჭერები. ძიძიგურის თქმით, "ეროვნული საბჭო" შინაურ კვლევებს ატარებს, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის რეიტინგი მზარდია, ხოლო ხელისუფლების პირიქით.
"ჩვენ ვიცით, რომ ოპოზიციის რეიტინგი მზარდია. ამასთან, თბილისში სახელისუფლებო კანდიდატებს მხარს ის ამომრჩევლები უჭერენ, ვინც სახელმწიფო სტრუქტურებში, ან "ნაციონალების" საარჩევნო შტაბში მუშაობენ და ხელფასს იღებენ. ყველა დანარჩენი ამომრჩეველი მხარს ოპოზიციას უჭერს", - განაცხადა ძიძიგურმა.