გოგოლის ქუჩაზე წუხელ ხმაური იყო. ადგილობრივები ამავე ქუჩაზე მსუბუქი ყოფაქცევის ქალების ყოფნას აპროტესტებდნენ.
მათი განცხადებით, მსუბუქი ყოფაქცევის ქალები გოგოლის 26 ნომერში მდებარე სასტუმროში ხშირად იკრიბებიან.
ამასთან, მოსახლეობის განმარტებით, ყველაზე დიდ პრობლემას ის ქმნის, რომ აღნიშნული კატეგორიის ქალებთან დაკავშირებით თითქმის ყოველ ღამით ინციდენტი ხდება.
"ადრე აქ მკვლელობაც მოხდა", - აცხადებენ ქუჩის მცხოვრებლები.
მოსახლეობა სასტუმროს დახურვას ითხოვს.