დღეს, 12 მაისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია აჭარაში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს მოინახულებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ბარამია ბათუმში, საზღვაო აკადემიის, სასტუმრო "მეზღვაურების", მექანიკური ქარხნის დამხმარე შენობა-ნაგებობისა და ყოფილი ტექნიკური სკოლის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლების ობიექტებს მოინახულებს და აფხაზეთიდან დევნილებს Hჰუმანიტარულ დახმარებას ჩაუტანს.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე დევნილებს სასურსათო პროდუქტებს პირადად გადასცემს და აღნიშნულ ობიექტებში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა.
აჭარის რეგიონის შემდეგEგიორგი ბარამია სამეგრელოს ეწვევა.