დღეს, 12 მაისს, 14:00 საათზე, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია "კოალიცია სამართლიანობისთვის'' აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის კინოთეატრ "ამირანში" საქველმოქმედო აქციას აწყობს.
აქციის ფარგლებში, "კოალიცია სამართლიანობისთვის" თბილისში არსებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სკოლების, მეექვსე კლასის მოსწავლეებს კინოთეატრ "ამირანში" ეპატიჟება. კინოთეატრში 30 მოსწავლე, 3 D ეფექტის მქონე ანიმაციურ ფილმს ნახავს. ამის შემდეგ ბავშვები მასწავლებლებთან ერთად "მაკ დონალდსაც" ესტუმრებიან.
"იმ ტიპის ღონისძიებებს, სადაც ბავშვებს საშუალება ექნებათ, მათთვის სასიამოვნო და სასარგებლო საქმაინობაში ჩაერთონ, მუდმივად მოვაწყობთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კოალიციის უმთავრესი მიზანი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სამართლიანობის აღდგენაა და კოალიცია იურიდიულ და სამართლებრივ საკითხებზე მუშაობითაა დაკავებებული, მივიჩნევთ, რომ ამ ტიპის ღონისძიებები დაგვეხმარება ჩვენი საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტურად წარმართვაში", _ განაცხადა "კოალიცია სამართლიანობისთვის" თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო კვარაცხელიამ.