დღეს, 12 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ ხათუნა კალმახელიძესთან ერთად ქსნის # 7 დაწესებულებას მოინახულებს.
ნიკოლოზ რურუა და ხათუნა კალმახელიძე ახლად აშენებული დაწესებულების ბიბლიოთეკას 1000 ცალ სხვადასხვა ჟანრის წიგნს გადასცემენ.