დღეს, 12 მაისს, 15.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება "სახალხო დემოკრატების" ოფისში საქართველოს მედიკოსთა კავშირი ჯანდაცვისა და სოც. უზრუნველყოფის მოდიფიცირებული პროექტის პრეზენტაციას გამართავს.
საქართველოს მედიკოსთა კავშირის ინიციატივით პრეზენტაციაზე მოწვეულნი არიან თბილისის მერობის კანდიდატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.