დღეს, საქართველოს პედიატრ-რევმატოლოგთა ასოციაციის I ეროვნული კონფერენცია გაიმართა თემაზე: თანამედროვე რევმატოლოგია, თეორიიდან პრაქტიკამდე.
აღნიშნული კონფერენცია ჩატარდა სამედიცინო კორპორაცია ევექსის,საქართველოს რესპირაციული ასოციაციის და გენეტიკური და იშვიათი დაავადებების ფონდის მხარდაჭერით
კონფერენციაზე განიხილებოდა პედიატრიისთვის აქტუალური საკითხები: ცხელება რევმატიული დაავადებების დროს-დიაგნოსტიკისა და მართვის პრობლემები, თირკმლისა და თვალის დაზიანების მართვის პრინციპები რევმატიული პათოლოგიების დროს და სხვა
კონფერენციის წარმართვაში მონაწილეობას იღებდნენ არა მხოლოდ რევმატოლოგები არამედ პედიატრები, კარდიოლოგები, ნეფროლოგები, ოფთალმოლოგები.
კონფერენციას ესწრებოდა 160 ექიმი თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.