ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი ოფის ნახევარფინალური სერია საქართველოს ნაკრების კაპიტნის - ზაზა ფაჩულიას "ატლანტა ჰოუქსისთვის" გადაულახავი ბარიერი გამოდგა.
"ატლანტელები" სერიაში "ორლანდო მეჯიქთან" დამარცხდნენ ანგარიშით 0:4. 4 მოგებამდე მიმდინარე სერიის ბოლო მატჩი "ჰოუქსმა" 84:98 დათმო, ფაჩულიამ კი 18 წუთში 6 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა.
ქართველმა ლეგიონერმა სეზონის ბოლო შეხვედრაში 6 ქულასა და 6 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დაუმატა. ზაზამ 3-იდან 2 ორქულიანი და 2-იდან 2 საჯარიმო ჩააგდო.
ჯამში, მთელი სეზონის მანძილზე ფაჩულიას სტატისტიკური მაჩვენებლები რეაგულარულ სეზონზე ასეთია - 78 მატჩში საშუალოდ 14:00 წუთი, 4.3 ქულა და 3.8 მოხსნა.
სეზონის რეკორდი ფაჩულიასთვის 16 ქულაა, რომელიც 210 სმ. სიმაღლის ქართველმა სპორტსმენმა 24 აპრილს "მიულოკის" წინააღმდეგ შეხვედრაში მოიპოვა.