პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე მსოფლიო ბანს, პაატა ბურჭულაძეს პოლიტიკაში მოსვლის შემთხევვაში, წარმატებებს უსურვებს.
როგორც ჟურნალისტებს ჯაფარიძემ განუცხადა, მისთვის ბურჭულაძე დიდი ავტორიტეტია საოპერო სცენაზე.
„თუკი ბუჭრულაძემ პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა, მას წარმატებებს ვუსურვებ. მას როგორც პოლიტიკოსს არ ვიცნობ, მაგრამ ის დიდი ხელოვანია და შეიძლება, მასში პოლიტიკურმა ინსტიქტმაც გაიღვიძა და პოლიტიკაში ახალი ხმა მოვიდეს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
,,საქართველოს განვითარების ფონდის“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე მის პოლიტიკურ ასპარეზზე გადანაცვლებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, არც უარყოფს და არც ადასტურებს.
„მე არასდროს მიფიქრია ვყოფილიყავი ოპერის მომღერალი, მაგრამ ცხოვრებამ მომცა ამის შანსი, რომელიც გამოვიყენე. არასდროს მინდოდა ვყოფილიყავი ქველმოქმედი, მაგრამ ცხოვრებამ შექმნა ეს პირობები, რომ უნდა გავმხდარიყავი ქველმოქმედი. დღესდღეობით მე ჩამოვაყალიბე ფონდი, არ უარვყოფ, არც კის გეუბნებით და არც - არას, თუ ცხოვრება მანახებს, რომ ეს არის ჩემი გზა, ამას აუცილებლად გავაკეთებ“,- განაცხადა ბურჭულაძემ.
მან თავის გუნდთან დღეს პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ვანო მაჭავარიანი, ხათუნა ლაგაზიძე, დავით ჯანდიერი და გიორგი რუხაძე ესწრებოდნენ.