იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის დავით ჯანდიერი "საქართველოს განვითარების ფონდში“ სამართლის მიმართულებას უხელმძღვანელებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებტან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი განმარტებით, საუბარია ერთგვარი პლატფორმის შექმნაზე, რომელიც ქვეყნის უკეთესი განვითარებისათვის, საშუალებას მისცემს გაერთიანდნენ სხვადასხვა შეხედულების ადამიანები.
რაც შეეხება ფონდის პლატფორმის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვის საკითხს, ჯანდიერმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საუბარი ნაადრევია.
,,რა თქმა უნდა, საუბარია, რომ დაიდოს პროდუქტი სხვადასხვა ადამიანების მონაწილეობით, ის რაც არის საჭირო ქვეყნის განვითარებისთვის, თუმცა რა განვითარებას პოვებს ეს, საუბარი დღეს ვერ იქნება", -აღნიშნა დავით ჯანდიერმა.
შეგახსენებთ, ,,საქართველოს განვითარების ფონდის“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე ქვეყანაში დაბრუნდა და თავის გუნდთან ე სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ვანო მაჭავარიანი, ხათუნა ლაგაზიძე, დავით ჯანდიერი და გიორგი რუხაძე ესწრებოდნენ.