ვიცე-პრემიერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ კრიზისების საბჭოზე ყველა თემა დეტალურად იყო განხილული და შესაბამისად, უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარება აუცილებლობას არ წარმოადგენს.
,,ვფიქრობ, კრიზისების საბჭოზე ალბათ, ყველაფერი იყო დეტალურად განხილული, ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს შეიძლება არსებობდეს ქვეყანასთან მიმართებაში. ვფიქორბ, ეს ყველაფერი რაღაც შოუს ემსგავსება. ვფიქრობ, უკეთესი იქნება, ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ, ჩვენს ქვეყანას და ხალხს მივხედოთ", - განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ გუშინ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა მთავრობას ოთხი მიმართვა გაუგზავნა, თუმცა პასუხი არ მიუღია. ერთ-ერთი მიმართვა ენერგოუსაფრთხოებას უკავშირდებოდა. პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა 4 დეკემბრისთვის დანიშნა.