საქართველოს ხელისუფლებამ ჩაკეტა ეს ტრანსნაციონალური დანაშაული, - განაცხადა „მწვანეთა პარტიის“ლიდერმა, დამოუკიდებელი დეპუტატმა გია გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში, გადაცემა „პრიორიტეტში“.
გაჩეჩილაძე საერთაშორისო ნარკოდანაშაულზე საუბრობს, რომელსაც მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს, საქართველოში ჰქონდა ადგილი.
დეპუტატის თქმით, ეს ყველაფერი დოკუმენტალურადაა დადასტურებული და საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც ცნობილია. მისივე თქმით, პროკურატურაში გამოძიება მიმდინარებს, თუმცა გაჩეჩილაძე იმასაც ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს თემა „ჩაკეტა“:
„საქართველოს ხელისუფლებამ ჩაკეტა ეს ტრანსნაციონალური დანაშაული, თუმცა მე როგორც ვიცი პროკურატურა იძიებს. ეს არის ტრანსნაციონალური მაფია. ავღანეთიდან გეროინი, რომ წამოვიდეს საქართველოში რამდენი რამდენი ქვეყანა უნდა გაიაროს, მათ შორის ირანიც და სად უნდა წვიდეს, ე.ი ფოთის პორტიდან , ერთი წერტილიდან გადიოდა 7 ტონა სუფთა გეროინი.რომელიც იტვირთებოდა და მიდიოდა რუმინეთში“, - ამბობს გაჩეჩილაძე.