გურჯანის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ღვინიაშვილის ცემის ფაქტზე წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. საქმე ეხება 14 სექტემბერს გურჯაანში გამგეობის შენობის წინ მევენახეების მიერ გაიმართულ საპროტესტრო აქციას, რომელშიც მხარდამჭერებთან ერთად გიორგი ღვინიაშვილიც მონაწილეობდა. მას სიტყვიერი და ფიზკური შეურაცხყოფა მოქალაქე ჭანყოშვილმა მიაყენა. წანყოშვილს ბრალი წაუყენეს და გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ შეთანხმებაც შეუფარდეს. დაზარალებულად ღვინიაშვილია ცნობილი, თუმცა საგამოძიებო ორგანოში დაკითხვაზე ის ჯერ არ მისულა.