20 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და გაეროს მუდმივი კოორდინატორი  საქართველოში ნილს სკოტი, ხელს მოაწერენ 2016-2020 წწ. გაეროს საქართველოსთან თანამშრომლობის გეგმას მდგრადი განვითარებისთვის (ჩარჩო დოკუმენტი).  
თანამშრომლობის გეგმაში გაწერილია 2016-2020 წლებში საქართველოს მთავრობასთან გაეროს თანამშრომლობის ხუთი პრიორიტეტული მიმართულება: დემოკრატიულ მმართველობა; დასაქმება, საარსებო პირობები და სოციალური დაცვა;  განათლება;  ჯანდაცვა; და საზოგადოების უსაფრთხოება და სიცოცხლისუნარიანობა.