პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის განცხადებით, ბრიუსელსა და სხვა დედაქალაქებში ემისრები დადიან და საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის არ მიცემაზე საუბრობენ.
თედო ჯაფარიძესმ ეს კომენტარი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა, სადაც მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ ნაციონალები - დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ევროპელებს სთხოვენ, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა არ მისცენ.
„მაჭავარიანმა რა ლექსების ციტირება მოახდინა, არ ვიცი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩემს კოლეგებს ამ თემაზე ჩემთანაც ბევრი უსაუბრიათ. მათი მხრიდან ადგილი აქვს კონფრონტაციული ტონსა და დაპირისპირებას და ვინც საერთაშორისო ღონისძიებებზე იმყოფება ხოლმე, მათ არ ესმით, საქართველოს წარმომადგენლებს შორის საუბარი რაზე მიდის. იმას არ გეტყვით, ეს ინფორმაცია ვისგან მომისმენია, მაგრამ ემისრები ბრიუსელსა და სხვა დედაქალაქებში დადიან და საუბრების დროს ამ თემაზე ხშირად ლაპარაკია. არ ვიცი, ნაციონალებს რა ფიზიკური თუ პოლიტიკური წონა აქვთ, მაგრამ ამ თემებზე საუბარი ჩემთანაც ყოფილა. ალბათ, მათ თავინთი გეგმა აქვთ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.