"სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" თავმჯდომარე მალხაზ გულაშვილი თბილისში დაბრუნებას უახლოეს პერიოდში აპირებს. ამის შესახებ "ჯი-ეი-ენს" თავად გულაშვილმა განუცხადა.
"დავბრუნდები, როგორც კი ჩემს შვილს უსაფრთხოდ დავაბინავებ და მას შევუქმნი ისეთ გარანტიებს, რომ "პიდარასტების" ხელი არ მისწვდეს", - განუცხადა გულაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
ამჟამად ცხინვალში მყოფი გულაშვილი იმასაც აცხადებს, რომ იგი ცხინვალში, საკუთარ სამშობლოში იმყოფება და ამაში არავითარ უხერხულობას არ გრძნობს.