საპროკურორო საბჭოს წევრი ირმა ჭკადუა მიიჩნევს, რომ საპროკურორი კანდიდატებთან შეხვედრა მედიისათვის გახსნილი უნდა ყოფილიყო. ჟკადუამ იუსტიციის სამინისტროში საპროკურორო საბჭოს ფორმატში კანდიდატებთან გასაუბრების დაწყებამდე განაცხადა, ასევე, რომ წარდგენილ კანდიდატებთან მას ექნება კრიტიკული კითხვები და ძალიან სერიოზული მოთხოვნები.
„ჩემთვის გუშინ გახდა ცნობილი კანდიდატები. დაველოდოთ მოვლენებს. ცუდია, რომ კითხვა-პასუხის რეჟიმს არ ესწრებით, ვინაიდან, მე მექნება კრიტიკული კითხვები და ძალიან სერიოზული მოთხოვნები თითოეულ მათგანთან და მათი ხედვების პროგრამა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორ წარმოუდგენია თითოეულ მათგანს ზოგადად პროკურატურის განვითარება, რადგან ჩასატარებელია სისტემური რეფორმა, არის სერიოზული პრობლემები კადრებთან მიმართებაში“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.
საპროკურორო საბჭოს ფორმატში მთავარი პროკურორობის სამ კანდიდატს ვლადიმერ გაბრიჩიძეს, ნანა რევაზიშვილსა და ირაკლი შოთაძეს უსმენენ. გასაუბრება მედიისთვის დახურულია.