მთავარი პროკურორობის ერთ-ერთი კანდიდატი, ვლადიმერ გაბრიჩიძე მიიჩნევს, რომ პროკურორების შეცვლის რესურსი არ არსებობს. საპროკურორო საბჭოს სხდომის დაწყებამდე მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არსებული კონტინგენტით შეიძლება ყველაფრის გაკეთება.
,,საქართველოში არ არის იმდენი კვალიფიციური იურისტი, რომ ასე ხელაღებით ვცვალოთ. მიმაჩნია, რომ იმ კონტინგენტით შეიძლება ყველაფრის გაკეთება, უბრალოდ კარგი ორგანიზება უნდა. მე ვარ მოქმედი ადვოკატი, რომელსაც ბარიერის ორივე მხარეს აქვს გამოცდილება მიღებული. 10 წელი გამომძიებელი ვიყავი, 10 წელი საადვოკატო საქმიანობას ვეწევი. ჩემთვის პროკურატურაში დადებითი და უარყოფითი მხარე ცნობილია. ვერ დავეთანხმები თეა წულუკიანს, რომ ჩემი მინუსია ის, რომ პროკურატურაში არ მიმუშავია, ვინაიდან ამ 20 წლის განმავლობაში შეხება მქონდა პროკურატურასთან. ვიცი როგორ მიმდინარეობს საქმეების გამოძიება და სასამართლოში საქმეების წარმოება. მიმაჩნია, რომ ამ მხრივ ყველაფერი გამოსასწორებელია", - განაცხადა გაბრიჩიძემ.
მისი შეფასებით, პროკურორობის ერთ-ერთ კანდიდატს ირაკლი შოთაძეს აქვს უპირატესობა
კანდიდატებს შორის.