ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური იმ სამსახურებს ასახელებს, სადაც ხელფასები გაიზარდა. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მან განაცხადა, რომ პრემიების საკითხი მთავრობის დადგენილებით არის მოწესრიგებული.
,,თუ აქამდე პრემიები გაიცემოდა ყოველთვიურად, ჩვენ მას გავცემთ შეზღუდული რაოდენობით.
რაც შეეხება შრომის ანაზღაურების ფონდს, მინდა გავიმეორო, რა არის წყაროები შრომის ანაზღაურების ფონდის ზრდის - 113 მლნ ლარით არის წლიურად გაზრდილი ჯარისკაცების ხელფასები, 106 მლნ ლარით პოლიციელების. სახელმწიფო ბიუჯეტში 46 მლნ ლარის არის სახანძრო-სამაშველო სამსახურების ხელფასები, რომლებსაც 31 დეკემბრამდე ადგილობრივი მუნიციპალიტეტები იხდიან, ხოლო პირველი იანვრიდან შს სამინისტრო გადაუხდის.
გაიზარდა მოსამართლეების და პროკურორების ხელფასები, თავისთავად ცხადია, არა ისეთი მოცულობით, მაგრამ 10 მლნ ლარით არის გამომძიებლების ხელფასები, სასამართლოებში ხელფასები გაზრდილია 21 მლნ ლარით. აქ არის როგორც მოსამართლეების ხელფასები, ასევე, სასამართლოს აპარატის თანამშრომლების ხელფასები“, - აცხადებს ფინასთა მინისტრი.