დღეს თბილისის მერობის კანდიდატმა და "სახალხო დემოკრატების" ლიდერმა ნიკა ივანიშვილმა, ისანი-სამგორის რაიონში მაჟორიტარ კანდიდატად მაკა ივანიშვილი წარადგინა.
ნიკა ივანიშვილი აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ ამომრჩევლებსაც შეხვდა და გამარჯვების შემთხვევაში დასაქმების პრობლემის გადაწყვეტას დაჰპირდა.
"ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამ ადამიანების ხმალამოღებული დამცველი ვიყო და პრობლემების გადაჭრაში დავეხმარო", - განაცხადა ივანიშვილმა.