ხუთმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებს წერილობით მიმართა. ისინი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი ომისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიების დაწყებას ითხოვენ, რადგანაც ომის შედეგად დაზარალებულებმა დარღვეული უფლებები ამ დრომდე ვერ აღიდგინეს. პროცესს ორგანიზებას ფონდი "ღია საზოგადოება- საქართველო" უწევს. მანამდე საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ 2008 წლის ომამდე და ომის შემდგომ საქართველოში არსებული ვითარების გამოძიება მოითხოვა. გამოძიებამ უნდა მოიცვას პერიოდი 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე. არასამთავრობოები მიმართვით მხარს უჭერენ პროკურორის შუამდგომლობას და მოითხოვენ გაფართოვდეს გამოძიების მასშტაბები.