სოფელ წევასთან მდინარე ძირულაში, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა 24 წლის ფეხმძიმე ქალბატონის ცხედარი იპოვეს.
ოპელის მარკის ავტომობილი, რომელშიც გარდაცვლილი ქალბატონი იმყოფებოდა მდინარეში გუშინ გვიან ღამით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გადავარდა.
ავარიის დროს მანქანაში ფეხმძიმე ქალთან ერთად კიდევ 2 მამაკაცი იმყოფებოდა, რომელთა გადარჩენა მაშველებმა გუშინვე შეძლეს.
ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.