დღეს, პარტიამ "მომავალი საქართველოსთვის" საარჩევნო სიის პირველი ნომერი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გელა ჩივაძე წარადგინა. საარჩევნო სიის პირველი ნომრის პრეზენტაციას პარტიის ლიდერი, გიორგი ლაღიძე უძღვებოდა.
ლაღიძის განცხადებით, ჩივაძე ბრწყინვალე იურისტია და ზურგს სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის გამოცდილება უმაგრებს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის ახალი კანდიდატის განცხადებით კი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მისი პრიორიტეტები სოციალური და ჯანდაცვის სფეროებში არსებული პრობლემების გადაჭრა იქნება.
"ჩემი არჩევის შემთხვევაში ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება ხალხის სასარგებლოდ", - განაცხადა ჩივაძემ.