"ჩატარებული რეფორმები საშუალებას გვაძლევს, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის გეგმა წლის ბოლომდე შესრულებულად უნდა ჩაითვალოს," - ეს განცხადება კურიერთან საუბრის დროს ბრიუსელში იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, გააკეთა.
მინისტრმა გამართული შეხვედრები შეაფასა და განაცხადა, რომ წლის ბოლოს საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის გეგმა შესრულებულად უნდა ჩაითვალოს.
"უდიდესი პრობელმების მიუხედავად, რომელიც ევროპას აქვს, საბჭოს სხდომა შედგა. ჩვენ მივიღეთ დადებითი სიგნალები, რომ 2 წლის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული რეფორმები საშუალებას გვაძლევს, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის გეგმა წლის ბოლომდე შესრულებულად უნდა ჩაითვალოს. იყო ერთ-ერთი შეხვედრა ბატონ ტუსკთან, რომელიც ვერ შედგა," - განაცხადა თეა წულუკიანმა.
დონალდ ტუსკს უსაფრთხოების საკითხის გათვალისწინებით, ამ დრომდე არ დაუტოვებია ანტალია, სადაც "დიდი ოცეულის" სამიტი გაიმართა.