,,საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი, პაატა დავითაი მიიჩნევს, რომ საქართველოში ტერაქტების განხორციელების დიდი ალბათობა არსებობს.
მისი განმარტებით, რისკები გაზრდილია იქიდან გამომდინარე, რომ ,,ფაქტობრივად, საქართველოს საზღვრებთან, საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს“.
,,ასევე საქართველოს მოქალაქეები სირიაში იბრძვიან და საქართველო იმ სიაშია, რომელზეც ტერორისტული ორგანიზაციები შურისძიებით იმუქრებიან. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა თავი დავიცვათ. პირველ რიგში, ეს უნდა გააკეთოს უსაფრთხოების სამსახურმა და მათ პრევენციული ზომები უნდა ჩაატარონ. მთავარია, ჩვენს პარტნიორ შეერთებილ შტატებთან იყოს სრული კონტაქტი და ასევე ევროპულ ქვეყნებთან, რათა ეს ყველაფერი კონტროლირებადი გახდეს“, -განაცხადა დავითაიამ.
იგი არ გამორიცხავს ასევე, რომ ტერაქტები შესაძლოა რუსეთმა განახორციელოს და ხალიფატს გადააბრალოს.
„მეორე თემაა ვინ შეიძლება გამოიყენოს ეს და ვთქვათ, მერე დააბრალოს იგივე ხალიფატს. რა თქმა უნდა, ასეთი ქვეყანა რუსეთია, რომელსაც შეუძლია ტერაქტები თვითონ განახორციელოს და კვალი ისე დამალოს, თითქოს ის ხალიფატთან მიდის. ამიტომ, ალბათობა და ვარიაცია ყველაფრის არსებობს. დასკვნა აქედან ერთია: ტერაქტები მოსალოდნელია და ვინ განახორციელებს და ვინ, ვის ამოეფარება მეორე მხარეა“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.