პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარება თითქმის, 99 პროცენტით არის შემცირებული.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ხუნდაძემ განაცხადა, თითქმის, ნულს უტოლდება - ე.წ. კრაკადილის, „ჯეფი“-სა და „ვინტი“-ს მოხმარება.
მისი თქმით, ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღება საჯაროდ არ ხდება, მაგრამ გამოსარიცხი არ არის, რომ სამართალდარღვევის ფაქტები იყოს.
„რეცეპტს დაქვემდებარებული პრეპარატების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტები ისევ არსებობს. ამ საკითხზე კომიტეტმა განცხადება გააკეთა, რასაც სამინისტროს მყისიერი რეაგირება მოჰყვა. ერთია, საკანონმდებლო უზრუნველყოფა, მეორეა - მისი აღსრულება. ორივე ნაწილში ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და შედეგიც ისაა, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარება თითქმის 99 პროცენტით შემცირებულია“, - დასძინა ხუნდაძემ.