ცნობილი ფრანგი მსახიობი პიერ რიშარი ყირიმის თეატრალურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ოკუპირებული ნახევარკუნძულის კულტურის დეფაქტო მინისტრმა არინა ნოვოსელსკაიამ განაცხადა. მისივე თქმით, 81 წლის მსახიობი მაყურებელს ავტობიოგრაფიულ მონოსპექტაკლს, „პიერ რიშსრი მესამეს“ წარუდგენს. სპექტაკლი რიშარი 2013 წელს რუსეთის რამდენიმე ქალაქში აჩვენა.