საქართველოში მიმდინარე წელს, 2009 წელთან შედარებით, ეკონომიკური აქტივობა გაზრდილია. ამის შესახებ პრემიერ-მინირტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, აპრილში უძრავი ქონების რეგისტრაცია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 48 პროცენტით არის გაზრდილი, ხოლო 2008 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 5 პროცენტით.
"უძრავი ქონების რეგისტრაციის მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის მაჩვენებელია. გაზრდილია ავტომობილების გაყიდვაც", - განანცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, რაც შეეხება საბანკო სფეროს, მიმდინარე წლის აპრილში, იანვართან შედარებით, გაზრდილია სასესხო პორტფელი და ასევე საკრედიტო ბარათების ოდენობა.
პრემიერის განცხადებით, დაფიქსირებული ეკონომიკური წისვლის საფუძველზე, ეკონომიკური ზრდა არა 2009 წელთან, არამედ 2007-08 წლების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლთან შედარდება.