,,კონტრდაზვერვა გვაქვს თუ არა არ ვიცი“ - ამის შესახებ ,,გირჩის“ წევრმა ,,თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივაზე კომენტირებისას განაცხადა, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსების გაზრდას ითვალისწინებს.
მისივე თქმით, ბიუჯეტში ბევრი რამის რეზერვი არსებობს.
"ბევრი რამის რეზერვი არსებობს ბიუჯეტში. თანხის დიდი ნაწილი უბრალოდ იფლანგება და ის სიკეთეს არ ქმნის. არ ვიცი რამდენად ფინანსდება და რაც იხარჯება კონტრდაზვერვაში ეფექტურია თუ არა. კონტრდაზვერვა გვაქვს თუ არა არ ვიცი. რომ ვუყურებ დანარჩენ ბიუროკრატიას სახელმწიფოში როგორ მუშაობს ეჭვი მეპარება რომ კონტრდაზვერვა მუშაობდეს კარგად," - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.