ლატვია, რომლის ეკონომიკა კრიზისმა ევროკავშირში ყველაზე მეტად აზარალა, რეცესიიდან გამოვიდა. ამის შესახებ "ფრანს პრესი" იუწყება.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, 2009 წლის ბოლო კვარტალთან შედარებით, ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის 0.3 პროცენტით ზრდა დაფიქსირდა.
ამასთან, გასული წლის პირველ კვარატალთან შედარებით, მშპ-ს კლება 5.1 პროცენტზე ფიქსირდება.
ლატვიის ეკონომიკა ეკონომიკურმა კრიზისმა სეროზულად დააზარალა. გასული წელს ქვეყნაში მშპ 18 პროცენტით შემცირდა, ხოლო უმუშევრობამ 19 პროცენტს გადააჭარბა. ამის მიზეზი კი, კაპიტალის გადინება და უცხოური ინვესტიციების შემცირება გახდა.
ბიუჯეტის გაზრდილი დეფიციტისთვის თავის გართმევის მიზნით, ლატვიის ხელისუფლებამ რამდენიმე არაპოპულარული ნაბიჯი გადადგა - კერძოდ, გაზარდა გადასახადები, შეამცირა პენსიები და სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები.