თბილისის მერიის ბიგ-ბენდი მინსკის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალზე მიემგზავრება. ბიგ ბენდთან ერთად ბელორუსში ვოკალური ჯაზის ლეგენდა მიშელ ჰენდრიქსი იმღერებს. ამერიკელი მომღერალი ქართულ ორკესტრთან ერთად ექვს სიმღერას შეასრულებს. თბილისის მერიის ბიგ ბენდი ბელორუსში ჯაზის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალზე მიემგზავრება.
ბიგ-ბენდი მინსკში სპეციალური პროგრამით ჩადის. კონცერტზე შესრულდება საორკესტრო და ვოკალური ჯაზური კომპოზიციები. ასევე ფესტივალის ორგანიზატორების მოთხოვნით ბენდს ქართული პროგრამაც მიაქვს. სოლისტები კი ორიგინალურ ქართულ სამოსში იქნებიან გამოწყობილები.
მინსკის საერთაშორისო ჯაზფესტივალი წელს მეოთხედ იმართება და 19-21 ნოემბერს მასში მონაწილეობას მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსებიმი ამერიკიდან, იტალიიდან , კუბიდან და ნიდერლანდებიდან მიიღებენ. ბიგ- ბენდის კონცერტები მინსკში 19 და 20 ნოემბერს გაიმართება.
მიშელ ჰენდრიქსი - ვოკალური ჯაზის ლეგენდა - ასე უწიდებენ ამერიკელ მომღერალს კრიტიკოსები. მისი კარიერა ლეგენდარული მამის ჯონი ჰენდრიქსის გრანდიოზულ პროექტებში დაიწყო. 80იან წლებში მიშელი აქტიურად გამოდიოდა სცენაზე მამასთან ერთად. სხვადასხვა წლებში მას ნამღერი აქვს ისეთ ლეგენდარულ მუსიკოსებთან როგორებიც არიან: ჯორჯ ბენსონი, ბენ კარტერი, ელ ჯერო, ბობი მაკფერენი, მანჰეტენ ტრანსფერი.