საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის თანათავმჯდომარე ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ ,,ტერორიზმის საფრთხე რეალურად უახლოვდება საქართველოს". იგი მოუწოდებს ხელისუფლებას, ტერორიზმის საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, შეიმუშაოს სპეციალური საინფორმაციო პოლიტიკა.
"ტერორიზმის საფრთხე რეალურად უახლოვდება საქართველოს. სახელმწიფომ საპატრიარქოსთან და მუსლიმან თემთა ლიდერებთან ერთად სპეციალური საინფორმაციო პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს. იმისათვის რომ აღიკვეთოს ნებისმიერი პროვოკაცია, რელიგიათა შორის დაირისპირების. ძალიან მნიშვნელოვანია სპეციალური ტერორიზმის კვლევის რეგიონალური ცენტრის შექმნა, სადაც ჩვენი პარტნიორი აშშ და ნატოს წევრი ქვეყნები იქნებიდან. რათა დაზღვეულ იქნას კავკასია გახდეს ცხელი წერტილი ტერორიზმის აფეთქებისა," - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.