პოლიტოლოგ მამუკა არეშიძის შეფასებით, მიუხედავად იმისა დაერქმევა თუ არა მესამე მსოფლიო ომი, ფაქტია რომ ომი მიმდინარეობს. ამის შესახებ არეშიძემ ,,კვირის“ პრესკლუბში, საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტებისა და მოსალოდნელი საფრთხეების მიმოხილვისას განაცხადა.
,,რაც შეეხება მესამე მსოფლიო ომს, ომი მიმდინარეობს, ამას მესამე მსოფლიოს დავარქმევთ თუ სხვას, ფაქტია, რომ ეს მიმდინარეობს და უფრო მეტი და მეტი ქვეყანა ერთვება მასში. დღეიდან საფრანგეთი კოალიციის აქტიური მონაწილე გახდა და „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს ბომბავს“, –აღნიშნა მამუკა არეშიძემ.