საფრანგეთის ელჩი საქართველოში რენო სალენსი საქართველოს მოქალაქეებს სოლიდარობისა და თანადგომისთვის მადლობას უხდის.
ელჩის თქმით, პარიზის ტერაქტები, ეს არის ევროპაში განხორციელებული მასშტაბური თავდასხმა ბოლო წლების განმავლობაში.
"ეს არ არის თავდასხმა მხოლოდ საფრანგეთზე, ეს არის თავდასხმა თავისუფლებასა და დემოკრატიაზე. ქართველებს ეს ძალიან კარგად ესმით და მადლობა ამ სოლიდარობისთვის, თქვენი თანადგომისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვგრძნობთ, რამდენად ძლიერი მეგობრები გვყავს", - განაცხადა რენო სალენსმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას.