"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი დავით ბაქრაძე საფრანგეთში მომხდარ ტერაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ესაა თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეის წინააღმდეგ ბრძოლა.
"შეძრწუნებული ვარ იმ უმძიმესი ტრაგედიით, რაც პარიზში დატრიალდა. ესაა შეტევა არამარტო საფრანგეთის სახელმწიფოსა და ფრანგი ხალხის მიმართ, არამედ ესაა თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეის წინააღმდეგ.
ამიტომ, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ საფრანგეთის სახელმწიფოს ამ ბრძოლაში, და რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ სოლიდარობას და გულისტკივილს გამოვხატავთ ფრანგი ხალხის, დაღუპულთა ოჯახების მიმართ. ამ მძიმე წუთებში ჩვენი ფიქრები საფრანგეთის მოსახლეობასთანაა", - აცხადებს ბაქრაძე.