დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი საფრნგეთში მომხდარ ტერაქტს გამოეხმაურა და ის თვისუფლებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლად შეაფასა.
,,შეძრწუნებული ვარ პარიზში მოხდარი ტრაგედიით. საფრანგეთის ხელისუფლებას, დაღუპულთა ოჯახებს და ფრანგ ხალხს ჩემი და თბილისის საკრებულოს სახელით თანაგრძნობასა და სამძიმარს ვუცხადებ. ამ მძიმე წუთებში ტერორიზმთან წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ საფრანგეთის მოსახლეობის გვერდით ვართ’’,-განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
13 ნოემბრის ტერაქტების შედეგად ბოლო მონაცემებით საფრანგეთში დაღუპულია 158 ადამიანი, 200-ზე მეტი კი დაშავებულად ითვლება. აფეთქებები ერთმანეთის პარალელურად პარიზში, სამ სხვადასხვა ადგილზე - სტადიონთან, რესტორანთან და საკონცერტო დარბაზთან, მოხდა.