საქართველოს იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ რუსთავი 2-ის მფლობელებს შორის მიმდინარე დავა უკვე დამღლელია. თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ მათ უნდა იდავონ სასამართლოში და მთავრობას ამ დავის რეჟიმში ცხოვრება არ უნდა უწევდეს.
,,ჩემი პოზიცია არის მარტივი, ის დავა, რომელიც რუსთავი 2-ის სხვადასხვა დროის მფლობელებს შორის მიმდინარეობს, ჩემთვისაც და საზოგადოების ბევრი წევრისთვისაც არის უკვე დამღლელი. მე მხარეებს მოვუწოდებ, იდავონ სასამართლოში და მოგვცენ საშუალება, რომ ჩვენ ვაკეთოთ ის საქმე, რასაც ვაკეთებთ. მათი დავა მათი დავაა, სასამართლო თავისუფალია და დაელოდონ დავის შედეგებს. მაგრამ, ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ ამ დავის რეჟიმში, ჩვენ - სახელმწიფოს, მთავრობას, საზოგადოების თითოეულ წევრს გვაქვს ბევრი სხვა საქმე”, - განაცხადა მინისტრმა.