სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო ძმები ყრამნიშვილებისა და ტელეკომპანია “საქართველოს” სარჩელს წარმოებაში. სხდომაზე, რომელიც 12 საათზეა ჩანიშნული, სამართლის დოქტორს, გია ლილუაშვილს მოუსმენენ. ექსპერტის გამოსვლის აუცილებლობას პარლამენტის წარმომადგენელი ხედავს. მოსარჩელე მხარე კი აცხადებს, რომ ეს შუამდგომლობა პროცესს გააჭიანურებს. ორი დღეა, გამწესრიგებელ სხდომებზე ტელეკომპანია ‘საქართველოსა” და რუსთავი 2-ის ადვოკატები იმ რისკებსა და ზიანზე საუბრობენ, რაც შესაძლოა დროებითმა მმართველებმა კომპანიას მოუტანონ.