დღეს, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი "ნაციონალების" საარჩევნო სიიდან - გიორგი ნემსაძე, ჯავის ქუჩაზე, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა.
ჯავის ქუჩაზე, სადაც 50 ოსური ოჯახი ცხოვრობს, მოსახლეობამ ძირითად პრობლემად უგზოობა და სასმელი წყლის გრაფიკით მიწოდება დაასახელა. ნემსაძე მათ ამ და სხვა პრობლემების მოგვარებასაც დაჰპირდა. მისი თქმით, ჯავის ქუჩის მოსახლეობას ინფრასტრუქტურული პრობლემებიც აწუხებს, რადგან სახლების უმეტესობა ავარიულია.
"ამ უბნის მოსახლეობას გზის პრობლემა ჰქონდათ, რომელიც გადაწყდა, მაგრამ არსებობს სხვა პრობლემებიც - წყლის პრობლემა, დასაქმების პრობლემა. ასევე, სახლები ძირითადად ავარიულია", - აღნიშნა ნემსაძემ.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ჯავის ქუჩის მოსახლეობას აღნიშნული პრობლემების გადაჭრაში დახმარებას დაჰპირდა.